წრის ბოლო თამაში მართვემ მაჟორულ ნოტაზე დაამთავრა 3-0.მე_5 წუთზე იმერეთის "დაბომბვა" გელა ნიჟარაძემ დაიწყო მან შორიდან მშვენიერი გასროლით დააწინაურა მართვე,ტაიმის მიწურულს სახიფათო ჯარიმა დაინიშნა ბურთან ბერაძე მივიდა მან მშვენივრად ჩააწოდა და კოპალიანმა მორიგი გოლი გაიტანა მატჩის პირველი ნახევარი 2-0 დასრულდა. მეორე ნახევარიც მართვეს უპირატესობით მიდიოდა,ფლანგზე ჯანგველაძე გაიჭრა კარგი ჩაწოდება და ლაშა ბერაძემ მესამე გოლი გაიტანა იმერეთის კარში,ამის შემდეგ მართვე ბურთს ფლობდა და მატჩიც 3-0 დასრულდა.საუკეთესო მოთამაშე უსიტყვოდ ლაშა ბერაძე გახდა ის მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდა 1გოლი და 1 საგოლე პასი. მინდა მიულოცო მართვეს მორიგი მშვენიერი მოგება, ამით პირველი წრე დასრულდა და გუნდმა დაიმსახურა რამოდენიმე თვიანი დასვენება რათა მეორე წრეც ასევე კარგი და შემტევი ფეხბურთი ითამაშოს ს.კ.მართვემ.