მე15 ტურის შეხვედრები გაიმართა ჭაბუკებში U–15 (1997წ.) იმერეთის 2012–2013 წწ. ღია ჩემპიონატში სადაც ესეთი შედეგები დაფიქსირდა „ტორპედო–2011" – „იმედი" 6-0 „იმერეთი" ქთ – „საპოვნელა" 0-2 „მართვე" ვ – „ლანჩხუთი" 3-0 „მართვე" ქთ – „ხვამლი" 2-1 „ქობულეთი" – „წყალტუბო" 3-1 „შუქურა" – „ჭიათურა" 5-0 მართვე შინ ხვამლს მასპინძლობდა თამაში როგორც სატურნირო ცხრილი გვაძლევდა ძალიან დაძაბული უნდა ყოფილიყო და ეს მოლოდინიც გამართლდა,პირველივე წუთებიდან ხვამლი შეტევაში გადავიდა,ისინი მთელი პირველი ნახევარი ბურთს აკონტროლებდენ და შედეგიც მიიღენ,სახიფათო საჯარიმა დაინიშნა მართვეს კარში ჯარიმას არეულობა მოჰყვა და 1-0. მეორე ნახევარში მართვე საბრძოლოდ გამოვიდა გაკეთდა რამოდენიმე ცვლილებაც შეტევის წინა ხაზში რამაც შედეგი გამოიყო თამაშის დასასრულს 8 წუთი უკლდა როდესაც მართვემ ძალიან კარგი შეტევა გააკეთა სილაგავას მშვენიერი პასი და გაბადაძის(პეპელა) მშვენიერი შესრულება 1-1.თამაში თითქმის დამთავრებული იყო მართვეს მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა და ეს შანსი მშვენივრად გამოიყენეს ბაღდავაძის კარგი თამაში მოედნის ცენტრში მშვენიერი პასი სილაგავას მიმართ მანაც გამოზომილი პასით კოპალიანი მეკარესთან პირისპირ დარჩა და "ოქროს გოლი" კოპალიანმა ანგარიში 2-1 გახადა და საბოლოო ანგარიშიც 2-1 დარჩა.მატჩის შემდეგ მცირე კოფლიქტი იყო ხვამსილ მწვრთნელსა და არბიტრს შორის,ყველაფემა მშვიდობით ჩაიარა. მართვე მორიგ საკალენდარო მატჩს წყალტუბოში ადგილობრივ "წყალტუბოსთან" გამართავს ხუთშაბათს 12:00.